„სიენენი“ - აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის სტრატეგიის შემუშავება დაიწყეს
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, კევინ მაკარტიმ და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა, ქვეყნის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის სტრატეგიის შემუშავება დაიწყეს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
„სიენიენის“ ინფორმაციით, მოსამზადებელი დოკუმენტების შემუშავების შემდეგ, ოქტომბრის შუა რიცხვებში უშუალოდ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება.
იმპიჩმენტის პროცედურა იმ შემთხვევაში დაიწყება თუ ბაიდენის ადმინისტრაცია არ მიაწვდის ინფორმაციას კომისიას, რომელიც ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის საქმეზე აწარმოებს გამოძიებას. გამოძიებას წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური პარტია ატარებს.
„სიენენის“ ინფორმაციით, იმპიჩმენტის სარისკო საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა წარმომადგენელთა პარტიის რესპუბლიკურ პარტიაში. ამისთვის 218 ხმა არის აუცილებელი, ჯერჯერობით კი იდეას ამდენი მომხრე არ ჰყავს.