„სიენენი“ - ახლო აღმოსავლეთში ამერიკული ძალები სამხედრო მზადყოფნაშია მოყვანილი
„სიენენის“ ცნობით, ახლო აღმოსავლეთში ამერიკული ძალები სამხედრო მზადყოფნაშია მოყვანილი და დარტყმას ელოდებიან. ტელეკომპანიის ცნობით, ეს ზომები მიღებულია ირანის უპილოტო თვითმფრინავების მხრიდან შესაძლო შეტევის გამო.
კერძოდ, საუბარია საზენიტო სარაკეტო კომპლექს „პეტრიოტებზე“, რომლებიც გუშინ ღამით სამხედრო მზადყოფნაში მოიყვანეს.
„სიენენთან“ საუბარში აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ახლო აღმოსავლეთში დისლოცირებული სამხედრო ძალები უკვე რამდენიმე დღეა, გაძლიერებულ სამხედრო მზადყოფნაში არიან, თუმცა გასულ ღამეს მათ განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდეს.
ტელეკომპანიის ცნობით, „სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით, აშშ-ი ყურადღებით ადევნებს თვალყურს ერაყში, ქუვეითში, საუდის არაბეთში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და იორდანიაში მდებარე ამერიკულ ობიექტებს“.