„სიენენი“ – აბას არაღჩიმ რეგიონის ქვეყნებს მოუწოდა, არ დაუშვან მათი ტერიტორიისა და ინფრასტრუქტურის გამოყენება ირანის წინააღმდეგ თავდასხმებისთვის

00:14, 29.06.2026

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ რეგიონის ქვეყნებს მოუწოდა, არ დაუშვან მათი ტერიტორიისა და ინფრასტრუქტურის გამოყენება ირანის წინააღმდეგ თავდასხმებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ირანულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

არაღჩიმ ბაღდადში, ერაყის პრემიერ-მინისტრ ალი ფალეჰ ალ-ზაიდისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რეგიონულმა სახელმწიფოებმა მშვიდობა და უსაფრთხოება უნდა დაიცვან და არ მისცენ „აგრესორ მხარეებს“ შესაძლებლობა, მათი ტერიტორია და ობიექტები ირანის წინააღმდეგ უკანონო თავდასხმების განსახორციელებლად გამოიყენონ.

ცნობისთვის, შაბათ-კვირას ორმხრივი დარტყმების ფონზე, აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული შეთანხმება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. მხარეები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.

მსგავსი