სიდნეიში, მუსიკალურ ფესტივალზე ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზით ორი ადამიანი დაიღუპა
სიდნეიში, მუსიკალურ ფესტივალზე ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზით ორი ადამიანი დაიღუპა

სიდნეიში, მუსიკალურ ფესტივალზე ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზით ორი ადამიანი დაიღუპა. ათზე მეტი მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამედიცინო დახმარება ფესტივალის 700 სტუმარს დასჭირდა.
ტრაგედია ფესტივალ Defqon.1-ის მიმდინარეობის დროს მოხდა.

პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულია 23 წლის მამაკაცი და 21 წლის ქალი. 13 ადამიანი საავადმყოფოშია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

სამართალდამცველებმა ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით 10 ადამიანი დააკავა, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც. ელექტრონული ფესტივალის ორგანიზატორებმა მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვეს და განაცხადეს, რომ ისინი არალეგალური ნარკოტიკის მიმართ “ნულოვანი ტოლერანტობის” პოლიტიკას ატარებენ.

მომხდარის გამო ახალი სამხრეთ უელსის მთავრობა ფესტივალის დახურვას ითხოვს. ხელისუფლება აცხადებს, რომ ფესტივალზე ნარკოტიკების ტესტირების სისტემა მოქმედებდა, რის გამოც ბევრი ახალგაზრდა შეცდომაში შეიყვანეს. “უსაფრთხო ნარკოტიკი არ არსებობს” – აცხადებენ ადგილობრივ მთავრობაში.

ფესტივალი Defqon.1 -ი სიდნეიში 2009 წლიდან იმართება. წელს მას 30 000 ადამიანი ესწრებოდა.

დატოვე კომენტარი