სიდნეიში ხალხმრავლობის გამო, რამდენიმე სანაპირო ისევ დაიკეტა
სიდნეიში ხალხმრავლობის გამო, რამდენიმე სანაპირო ისევ დაიკეტა

სიდნეიში ადგილობრივმა საბჭომ დაფიქსირებული ხალხმრავლობის გამო, სამი სანაპიროს ხელახლა დაკეტვის ბრძანება გასცა.

სიენენის“ ინფორმაციით, სანაპიროები მოსახლეობისთვის პირველად ხუთი დღის წინ გაიხსნა იმ პირობით, რომ სიდნეის მცხოვრებლები სანაპიროზე მხოლოდ ვარჯიშის მიზნით წავიდოდნენ, თუმცა ადგილობრივი საბჭო აცხადებს, რომ მოსახლეობა ამ მოწოდებას არ დაემორჩილა და დაარღვია ფიზიკური დისტანცირების წესები. ამის გამო კი, სანაპიროების ხელახლა ჩაკეტვა გახდა აუცილებელი.

ავსტრალიაში მასობრივი შეკრებები მარტიდან არის აკრძალული და სოციალური დისტანცირების დაცვა სავალდებულოა.