სიდნეის სკოლაში მანქანის შევარდნას ორი მოსწავლე ემსხვერპლა
სიდნეის სკოლაში მანქანის შევარდნას ორი მოსწავლე ემსხვერპლა

სიდნეიში დაწყებითი სკოლის საკლასო ოთახში მანქანა შევარდა, რასაც რვა წლის ასაკის ორი ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. საჯარო სკოლის მოსწავლე სამი გოგონა კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, შემთხვევის დროს საკლასო ოთახში 24 მოსწავლე იმყოფებოდა.

ავტომობილის მძღოლი 52 წლის ქალია. მისი დაკითხვის შემდეგ პოლიციაში განაცხადეს, რომ მათი აზრით, შეჯახება განზრახ არ მომხდარა.