სიდნეის ოპერაში ბუნებრივმა აირმა გაჟონა
სიდნეის ოპერაში ბუნებრივმა აირმა გაჟონა

ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო, სიდნეის ოპერიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. ინციდენტის შესახებ ახალი უელსის შტატის სახანძრო სამსახური „ტვიტერის“ გვერდზე იუწყება.

„სიდნეის ოპერაში ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო, ამჟამად მობილიზებულები არიან სახანძრო სამსახურების წარმომადგენლები. შენობიდან და გვერდით მდებარე რესტორნებიდან ევაკუირებულია 500 ადამიანი“, – ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტო „როიტერსი” იუწყება, რომ ბუნებრივი აირის გაჟონვა სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას მოხდა.

დატოვე კომენტარი