სიცოცხლის სავარაუდო მოსპობის საქმეზე ჟურნალისტი ნოდარ მელაძე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა
სიცოცხლის სავარაუდო მოსპობის საქმეზე ჟურნალისტი ნოდარ მელაძე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა

შსს-ს მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, კერძოდ სიცოცხლის სავარაუდო მოსპობის საქმეზე ჟურნალისტი ნოდარ მელაძე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.

ნოდარ მელაძე გამოკითხვაზე ადვოკატთან ერთად იმყოფებიდა.

როგორც მან განაცხადა, შეკითხვები დაუსვეს ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის, ლევან მამალაძის მიერ გაკეთებული განცხადების ირგვლივ, სადაც მამალაძემ თქვა, რომ ნოდარ მელაძის და მაკა ჩიხლაძის მკვლელობა იგეგმებოდა მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მხრიდან.

როგორც მელაძემ აღნიშნა, მან გამომძიებლების საპასუხოდ თქვა, რომ მამალაძის განცხადება საფრთხედ არ აღუქვამს.

ამასთან, ნოდარ მელაძემ განაცხადა, რომ მას შესთავაზეს სახელმწიფი დაცვა, რაზეც უარი თქვა, რადგან სამართალდამცველებმა ქვეყანაში უნდა შექმნან უსაფრთხო გარემო, მათ შორის ჟურნალისტებისთვის.

ამასთან, მელაძემ განაცხდა, რომ ჰკითხეს, ხომ არ ჰქონია მის მიმართ მუქარას ადგილი, რაზეც მან გამომძიებლებს უპასუხა, რომ მისი ოჯახის წევრებით მუქარას ადგილი ჰქონდა ბერა ივანიშვილის დაცვის წარმომადგენლის მხრიდან, თუმცა მელაძის თქმით, ამ საკითხზე დამატებითი შეკითხვები გამომძიებლებს აღარ ჰქონიათ.