კუნძულ სიცილიაზე პიროტექნიკის საწყობის აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
კუნძულ სიცილიაზე პიროტექნიკის საწყობის აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

იტალიის კუნძულ სიცილიაზე პიროტექნიკის საწყობი აფეთქდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაიღუპა ხუთი ადამიანი, ორი კი დაშავდა. დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

ინციდენტი მესინას პროვინციაში მოხდა. საწყობი პიროტექნიკის მწარმოებელ კომპანიას ეკუთვნოდა. აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა შორის კომპანიის მფლობელის ცოლია.

დატოვე კომენტარი