სიცილიაზე ფეხბურთელი ვერტმფრენით პირდაპირ მატჩიდან გაიტაცეს (ვიდეო)

12:21, 05.04.2019

დაუჯერებელი შემთხვევა მოხდა სიცილიის სამოყვარულო ჩემპიონატში. ვიაგრანდესა და ნებროდის შორის მატჩის მეორე ტაიმში, მინდორზე ვერტმფრენი დაეშვა, საიდანაც რამდენიმე შეიარაღებული მამაკაცი გადმოხტა.
მათ შეიპყრეს ვიაგრანდეს 55 წლის ფეხბურთელი ინიაციო ბარბაგალო, ხელები ამოუტრიალეს, ვერტმფრენში ჩასვეს და გაფრინდნენ, – წერს ფოქს სპორტს იტალი.

გულშემატკივრები და ფეხბურთელები შეშინებულნი და გაკვირვებულნი დარჩნენ, მაგრამ მალე გაირკვა, რომ ეს ხუმრობა იყო. ბარბაგალომ თავისი კარიერის ბოლო მატჩის დროს მომხდარი ეს გატაცება გაითამაშა.

სიცილიური ხუმრობა ინიაციოს ჯარიმის სახით 200 ევროდ და 2019 წლის 31 მაისამდე დისკვალიფიკაციად დაუჯდა. ფეხბურთელს დამატებითი სანქციები ელოდება მთავრობისგან, რადგან არ შეათანხმა ვერტმფრენის დასმა ხალხმრავალ ადგილას.

მსგავსი