„სიბიესი“ – ერაყსა და საუდის არაბეთში ბოლო ორი დღის განმავლობაში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ობიექტებს დრონებით თავს დაესხნენ 

11:34, 04.03.2026

ერაყსა და საუდის არაბეთში ბოლო ორი დღის განმავლობაში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ობიექტებს დრონებით დაესხნენ თავს. ინფორმაციას ამის შესახებ „სიბიესი“ დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ერაყში მდებარე ობიექტს ორი დრონი დაეჯახა. იმ დროს ამერიკელები იქ არ იმყოფებოდნენ.

წყაროს თანახმად, საუდის არაბეთში სააგენტოს ობიექტზე თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

„სიბიესი“ წერს, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო და საუდის არაბეთის საელჩო ვაშინგტონში კომენტარს არ აკეთებენ.

მსგავსი