„სიბიეს ნიუსი“ - ტრამპის ადმინისტრაცია „ეფბიაის“ მაღალჩინოსნებს თანამდებობებიდან გადადგომას ან პენსიაზე გასვლას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სამსახურიდან გაათავისუფლებენ
„სიბიეს ნიუსი“ - ტრამპის ადმინისტრაცია „ეფბიაის“ მაღალჩინოსნებს თანამდებობებიდან გადადგომას ან პენსიაზე გასვლას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სამსახურიდან გაათავისუფლებენ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია „ეფბიაის“ მაღალჩინოსნებს თანამდებობებიდან გადადგომას ან პენსიაზე გასვლას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სამსახურიდან გაათავისუფლებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას „სიბიეს ნიუსი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

საუბარია „ეფბიაის“ მაღალჩინოსნებზე, მათ შორის ზოგიერთი აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეა, ასევე არიან ეროვნული უსაფრთხოების, კრიმინალური და კიბერსაკითხებზე პასუხისმგებელი პირები.

მაღალჩინოსანთა გათავისუფლებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ უწყების ხელმძღვანელის პოსტზე დასახელებულმა კანდიდატმა, კეშ პატელმა სენატის დაზვერვის კომიტეტის წინაშე მოსმენაზე ჩვენება მისცა.

„არასდროს გავაკეთებ რაიმე არაკონსტიტუციურს ან უკანონოს, არც არასდროს გამიკეთებია,“ – განაცხადა კეშ პატელმა და დასძინა, რომ „ყოველთვის დაემორჩილება კანონს“.

„სიბიეს ნიუსის“ ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციამ მსგავსი მოთხოვნები გასულ კვირას იუსტიციის დეპარტამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და კრიმინალური განყოფილების თანამდებობის პირებსაც წაუყენა.