„სიბიეს ნიუსი“ - სი ძინპინი, სავარაუდოდ, ტრამპის ინაუგურაციას არ დაესწრება, შესაძლოა, პეკინიდან სხვა ოფიციალური პირები ჩავიდნენ
„სიბიეს ნიუსი“ - სი ძინპინი, სავარაუდოდ, ტრამპის ინაუგურაციას არ დაესწრება, შესაძლოა, პეკინიდან სხვა ოფიციალური პირები ჩავიდნენ

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, სავარაუდოდ, 20 იანვარს ვაშინგტონში აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას არ დაესწრება, – ამის შესახებ „სიბიეს ნიუსი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

როგორც „სიბიეს ნიუსი“ წერს, სავარაუდოდ, ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება აშშ-ში ჩინეთის ელჩი, რაც სტანდარტული პრაქტიკაა. როგორც წყარო ამერიკულ ტელეარხთან საუბრისას აცხადებს, ტრამპის ინაუგურაციას, შესაძლოა, პეკინიდან სხვა ოფიციალური პირებიც დაესწრონ.

ამასთან, თეთრი სახლის მომავალმა პრესსპიკერმა, კაროლინ ლევიტმაც განაცხადა, რომ არ იცის, ეწვევა თუ არა სი ძინპინი ვაშინგტონს 20 იანვარს, თუმცა აღნიშნა, რომ ინაუგურაციაზე მსოფლიოს სხვა ლიდერებიც არიან მიწვეული.