„სიბიეს ნიუსი“ – ირანში უარყოფენ ტრამპის განცხადებას, რომ სამშვიდობო შეთანხმება ჰორმუზის სრუტის გახსნას მოიცავს და აცხადებენ, რომ სრუტე მათი კონტროლის ქვეშ დარჩება

02:39, 24.05.2026

ირანი უარყოფს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ სამშვიდობო შეთანხმება ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას მოიცავს. ამის შესახებ „სიბიეს ნიუსი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს.

„სიბიეს ნიუსის“ ცნობით, სააგენტო „ფარსმა“ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ „შესაძლო შეთანხმების შემთხვევაშიც კი ჰორმუზის სრუტე კვლავ ირანის კონტროლის ქვეშ დარჩება“.

როგორც „სიბიეს ნიუსი“ წერს, მიუხედავად იმისა, რომ ირანი დათანხმდა გემების მიმოსვლის ომამდელ დონემდე აღდგენას, „ეს არანაირად არ ნიშნავს „თავისუფალი გადაადგილების რეჟიმის“ დაბრუნებას ისე, როგორც ეს ომამდე იყო.

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა,  რომ აშშ-სა და მის მოკავშირეებს უნდა ჰქონდეთ სათადარიგო გეგმა  იმ შემთხვევაში, თუ ირანი ჰორმუზის სრუტის გახსნაზე უარს იტყვის.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეთანხმება ძირითადად უკვე მიღწეულია, საბოლოო დეტალები ამჟამად განიხილება და მალე გამოცხადდება. ამასთან, როგორც ტრამპმა აღნიშნა, შეთანხმება ჰორმუზის სრუტის გახსნასაც ითვალისწინებს.

მსგავსი