„სიბიეს ნიუსი“ – ირანში ჩამოგდებული ამერიკული F-15-ის სამაშველო მისიაში მონაწილე კიდევ ერთი თვითმფრინავი დაზიანდა
ირანში F-15-ის სამაშველო მისიაში მონაწილე კიდევ ერთი თვითმფრინავი დაზიანდა, – ამის შესახებ „სიბიეს ნიუსი“ წერს.
მედიის ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილე A-10 Warthog-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა და დაზიანდა.
მედიაში გავრცელებული ცნობით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ორი ვერტმფრენიც მონაწილეობდა. ერთ-ერთმა მათგანმა F-15-ის ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი გადაარჩინა, თუმცა პილოტის გადაყვანისას ვერტმფრენს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი რამდენიმე პირი დაშავდა. მიუხედავად ამისა, ვერტმფრენმა უსაფრთხოდ დაჯდომა შეძლო და დაშავებულებს სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში ამერიკული თვითმფრინავის ჩამოგდება მოლაპარაკებებზე გავლენას არ მოახდენს.