„სიბიეს ნიუსი“ - ირანის ისრაელზე მოსალოდნელი თავდასხმა, შესაძლოა, მოიცავდეს 100-ზე მეტ უპილოტო თვითმფრინავს და ათეულობით რაკეტას, რომლებიც ქვეყნის შიგნით სამხედრო ობიექტებზე იქნება მიმართული
„სიბიეს ნიუსი“ - ირანის ისრაელზე მოსალოდნელი თავდასხმა, შესაძლოა, მოიცავდეს 100-ზე მეტ უპილოტო თვითმფრინავს და ათეულობით რაკეტას, რომლებიც ქვეყნის შიგნით სამხედრო ობიექტებზე იქნება მიმართული

ირანის დიდი თავდასხმა ისრაელზე მოსალოდნელია დღეს და შესაძლოა, მოიცავდეს 100-ზე მეტ უპილოტო თვითმფრინავს და ათეულობით რაკეტას, რომლებიც მიმართული იქნება ქვეყნის შიგნით სამხედრო ობიექტებზე. ამის შესახებ ინფორმაციას „სიბიეს ნიუსი“ აშშ-ის მთავრობის ორ წევრზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ვაშინგტონში აცხადებენ, ისრაელისთვის რთული იქნება ასეთი მასშტაბის თავდასხმისგან დაცვა. აშშ-ის ოფიციალური პირები ასევე ამბობენ, რომ თეირანმა შეიძლება აირჩიოს უფრო მცირე მასშტაბის დარტყმა, რათა თავიდან აიცილოს დრამატული ესკალაცია.

„სიბიესი“ წერს, რომ თეირანს საჯაროდ არ უთქვამს, როგორ ან როდის უპასუხებს დამასკოს საკონსულოზე თავდასხმას, ასე რომ, გაურკვეველია, რამდენად შორს წავლენ ირანის ლიდერები.

„ისინი თუ გადაწყვეტენ, განახორციელონ პირდაპირი თავდასხმა ისრაელზე, არსებობს შიში, რომ ამ ნაბიჯმა ისრაელის მიმდინარე ომი ირანის მოკავშირე „ჰამასის“ წინააღმდეგ, შეიძლება, უფრო ფართო რეგიონულ კონფლიქტში გადაზარდოს“, – აღნიშნულია სტატიაში.