„სიბიეს ნიუსი“ - დონალდ ტრამპი დღეს კონფერენციაზე სპარსეთის ყურისა და სხვა ქვეყნების ლიდერებთან ირანთან მოლაპარაკებების საკითხზე საუბარს გეგმავს
„სიბიეს ნიუსი“ - დონალდ ტრამპი დღეს კონფერენციაზე სპარსეთის ყურისა და სხვა ქვეყნების ლიდერებთან ირანთან მოლაპარაკებების საკითხზე საუბარს გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს კონფერენციაზე სპარსეთის ყურისა და სხვა ქვეყნების ლიდერებთან საუბარს გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას „სიბიეს ნიუსი“ სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის ოფიციალური პირების ცნობით, სატელეფონო საუბრისას ირანთან მოლაპარაკებების საკითხი განიხილება.

წყაროებმა „სიბიეს ნიუსს“ ადრე განუცხადეს, რომ ტრამპი სხვადასხვა ვარიანტზე ფიქრობს და ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება.

როგორც რეგიონულმა ჩინოვნიკმა „სიბიეს ნიუსს“ უთხრა, ზოგიერთმა ხელმძღვანელმა არ იცის, ტრამპი რომელი ვარიანტისკენ იხრება.