„სიბიეს ნიუსი“ – აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მონაცემებით, აშშ-ისა და ისრაელის ირანთან ომის დაწყების დღიდან დღემდე თითქმის 300 ამერიკელი სამხედრო დაიჭრა

23:54, 25.03.2026

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მონაცემებით, აშშ-ისა და ისრაელის ირანთან ომის დაწყების დღიდან დღემდე თითქმის 300 ამერიკელი სამხედრო დაიჭრა. ამის შესახებ „სიბიეს ნიუსი“ იუწყება.

როგორც მედია წერს, აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ დაჭრილებიდან 255 უკვე დაბრუნდა სამსახურში, ხოლო ათი მძიმე მდგომარეობაშია.

მედიის ცნობით, დანარჩენი სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მსგავსი