„სიბიეს ნიუსი“ – აშშ და ისრაელი ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დღეს და ხვალ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის განხორციელებას განიხილავენ

09:19, 01.08.2026

„სიბიეს ნიუსის“ ინფორმაციით, აშშ და ისრაელი დღეს და ხვალ ირანის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო ოპერაციის განხორციელებას განიხილავენ.

როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, ოპერაციის დასრულება ორშაბათამდე, ანუ ფინანსური ბაზრების გახსნამდე იგეგმება, რადგანაც არსებობს საფრთხე, რომ დარტყმებმა, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინოს როგორც აშშ-ის, ისე მსოფლიო ეკონომიკაზე. ოპერაციის საბოლოო ვადები ჯერ განსაზღვრული არ არის.

„სიბიეს ნიუსის“ რამდენიმე წყაროს ცნობით, ისრაელი ამ გეგმების შესახებ ინფორმირებულია და აშშ-თან კოორდინირებულად მოქმედებს. ამავე დროს, წყაროების თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს საბოლოო ბრძანება დარტყმების დაწყების შესახებ ჯერ არ გაუცია.

მედიის ცნობით, სამხედრო ოპერაციის გეგმა 31 ივლისს კემპ დევიდში, პრეზიდენტ ტრამპის კაბინეტის სხდომაზე განიხილეს.

„სიბიეს ნიუსის“ ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, თეთრი სახლის ზოგიერთი პოლიტიკური მრჩეველი ამ გეგმას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. ორი წყაროს ცნობით, აშშ-ის სავარაუდო სამიზნეები იქნება ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, მათ შორის ელექტროსადგურები და ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნები.

მსგავსი