„სიბიეს ნიუსი“ - არსებული პროგნოზით, კალიფორნიის შტატში, რომელიც საარჩევნო კოლეგიაში 55 ხმას ფლობს, ჯო ბაიდენი იმარჯვებს
„სიბიეს ნიუსი“ - არსებული პროგნოზით, კალიფორნიის შტატში, რომელიც საარჩევნო კოლეგიაში 55 ხმას ფლობს, ჯო ბაიდენი იმარჯვებს

აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე საარჩევნო უბნები დაიხურა.

როგორც „სიბიეს ნიუსი“ იტყობინება, არსებული პროგნოზით, ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი ჯო ბაიდენი იმარჯვებს კალიფორნიის შტატში, რომელიც საარჩევნო კოლეგიაში 55 ხმას ფლობს. ასევე ბაიდენი ლიდერობს ილინოისში, რომელსაც საარჩევნო კოლეგიის 20 წევრის ხმა აქვს.

ბაიდენის გამარჯვებას პროგნოზირებენ ვაშინგტონისა და ორეგონის შტატებშიც, ხოლო დონალად ტრამპმა შესაძლოა, გაიმარჯვოს აიდაჰოში.

ხმის მიცემის პროცედურა ჯერ კიდევ მიმდინარეობს ალიასკასა და ჰავაის კუნძულებზე.