„სიბიეს ნიუსი“ - 15 აგვისტოს ალასკაზე დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის დაგეგმილ შეხვედრაში, შესაძლოა, მონაწილეობა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღოს
15 აგვისტოს ალასკაში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობა, შესაძლოა, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღოს, ამის შესახებ „სიბიეს ნიუსი“ წერს.
მედია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეხვედრის დეტალები ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ დადგენილი და არსებობს შესაძლებლობა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რაიმე ფორმით შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა ალასკაზე 15 აგვისტოს გაიმართება.