სიახლეები ვან სხიპის სიაში - ბერძნები საქართველოში 8 ოქტომბერს გამოემგზავრებიან #1TVSPORT
სიახლეები ვან სხიპის სიაში - ბერძნები საქართველოში 8 ოქტომბერს გამოემგზავრებიან #1TVSPORT

საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან სხიპმა გამოაცხადა იმ ფეხბურთელების სია, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის გასვლით მატჩებში საქართველოს წინააღმდეგ (ბათუმში 9 ოქტომბერს) ითამაშებენ, ხოლო შვედეთთან სტოკჰოლმში – 12 ოქტომბერს.

განსხვავებით წინა თამაშებისგან, რომლებიც გუნდმა სექტემბერში ჩაატარა, მწვრთნელმა სიაში არ შეიყვანა ფუნტას ტაქსიარხისი, ტასოს ჩაციგიოვანისი, პანაიოტის რეცოსი და იანის პაპანიკოლაუ, ხოლო კოსტას გალანოპულოსი და მეკარე სოკრატის დიუდისი ბოლო მომენტში დაშავდნენ. მეორე მხრივ, გუნდს დაუბრუნდა კოსტას სტაფილიდესი, წელს „ბოხუმში“ იჯარით თამაშობს და მიმდინარე სეზონში გერმანულ გუნდში ოთხი მატჩი ჩაატარა.

მეკარეები: ოდეისეას ვლახოდიმოსი (ბენფიკა, პორტუგალია), ალექსანდროს პასხალაკისი (პაოკ), გეორგიოს ათანასისადი (შერიფი)

მცველები: მანოლის სალიაკასი (იანინა), პანტელის ხაციდიაკოსი (ალკმაარი, ნიდერლანდები), კირიაკოს პაპადოპულოსი (ატრომიტოსი), კონსტანტინოს მავროპანოსი (შტუტგარტი, გერმანია), გიორგიოს ცაველასი (აეკ), კოსტას სტაფილიდისი (ბოხუმი, გერმანია), დიმიტრის იანულისი (ნორვიჩი, ინგლისი), კოსტას ციმიკასი (ლივერპული, ინგლისი), ლეონარდო კურტისი (დიუსელდორფი, გერმანია)

ნახევარმცველები: ტანასის ანდრუცოსი (ოლიმპიაკოსი), ანდრეას ბუხალაკისი (ოლიმპიაკოსი), კარლოს ზეკა (კოპენჰაგენი, დანია), პეტროს მანტალოსი (აეკ), მანოლის სიოპისი (ტრაბზონსფორი, თურქეთი), სოტირის ალექსანდროპულოსი (პანათინაიკოსი), ხრისტოს ციოლისი (ნორვიჩი, ინგლისი), დიმიტრის პელკასი (ფენერბაჰჩე, თურქეთი), გიორგიოს მასურასი (ოლიმპიაკოსი)

თავდამსხმელები: ტასოს ბაკასეტასი (ტრაბზონი, თურქეთი), მარიოს ვრუსაი (ოლიმპიაკოსი), დიმიტრის ლიმნიოსი (ტვენტე, ნიდერლანდები), ვანგელის პავლიდისი (ალკმაარი, ნიდერლანდები), ტასოს დუვიკასი (უტრეხტი, ნიდერლანდები).

საბერძნეთის ნაკრები მზადებას ათენში ორშაბათს, 4 ოქტომბერს „აგიოს კოსმას“ სპორტულ ცენტრში დაიწყებს. 8 ოქტომბერს ათენი-ბათუმის რეისით გუნდი 11:00 საათზე გამოფრინდება, ხოლო საქართველოს 10 ოქტომბერს ბათუმი-სტოკჰოლმის რეისით ასევე 11:00 საათზე დატოვებს.