სი ძინპინი - ტაივანთან გაერთიანება უნდა შესრულდეს
სი ძინპინი - ტაივანთან გაერთიანება უნდა შესრულდეს

ჩინეთის რევოლუციის 110 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთისა და ტაივანის გაერთიანება მშვიდობიანად უნდა განხორციელდეს, რაც ყველაზე მეტად შეესაბამება ჩინელი ერის საერთო ინტერესებს, მათ შორის ტაივანელი თანამემამულეების. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ძინპინის თქმით , სამშობლოს სრული გაერთიანების ისტორიული ამოცანა აუცილებლად შესრულდება. ჩინეთის ლიდერის განმარტებით, ეს მოხდება „ერთი ქვეყანა, ორი სისტემას“ პრინციპით, როგორიც არის ჰონგ-კონგში, რომელიც ჩინეთის ნაწილია, მაგრამ აქვს ავტონომიის სტატუსი.

სი ძინპინის განცხადებას გამოეხმაურნენ ტაივანში და განაცხადეს, რომ ტაივანის მომავალი მისი ხალხის ხელშია.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ტაივანის საჰაერო სივრცე რეკორდული რაოდენობის ჩინურმა სამხედრო თვითმფრინავებმა დაარღვიეს. ტაივანის თავდაცვის მინისტრის თქმით, ჩინეთ-ტაივანის ამჟამინდელი ურთიერთობები ყველაზე დაძაბულია 40 წლის განმავლობაში.