სი ძინპინი ორდღიანი ვიზიტით ვიეტნამში ჩავიდა
სი ძინპინი ორდღიანი ვიზიტით ვიეტნამში ჩავიდა

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ორდღიანი ვიზიტით ვიეტნამში ჩავიდა, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ჩინეთის პრეზიდენტს ჰანოის აეროპორტში ვიეტნამის პრემიერ-მინისტრი ფამ მინ ჩინი დახვდა.

ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის პრეზიდენტი მოლაპარაკებებს გამართავს ფამ მინ ჩინთან და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან, ვუონგ დინ ჰუესთან.

როგორც მედია წერს, მხარეები განიხილავენ ჩინეთ-ვიეტნამის ურთიერთობების გაუმჯობესებას, ფოკუსირდებიან ექვს ძირითად სფეროზე, მათ შორის პოლიტიკაზე, უსაფრთხოებაზე, პრაქტიკულ თანამშრომლობაზე, საზოგადოებრივ მხარდაჭერაზე, საზღვაო საკითხებზე და იმუშავებენ ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

მედიის ცნობით, ეს ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ჩინეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია ვიეტნამში.