სი ძინპინი – დონალდ ტრამპთან ერთად ჩინეთ – აშშ-ის ურთიერთობას ახალი შინაარსი შევძინეთ, პეკინსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა პატივისცემაზე, სამართლიანობაზეა დაფუძნებული

11:04, 19.11.2026

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან ერთად ჩინეთ – შეერთებული შტატების ურთიერთობას ახალი შინაარსი შესძინეს.

ამის შესახებ სი ძინპინმა შენჭენში დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, პეკინსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა პატივისცემაზე, სამართლიანობასა და ორმხრივობაზეა დაფუძნებული.

„ჩვენ დავამკვიდრეთ ჩინეთ-აშშ-ს სტრატეგიული სტაბილურობის კონსტრუქციული ურთიერთობის ახალი განმარტება“, – განაცხადა სი ძინპინმა.

AFP-ის ცნობით, ჩინეთის ლიდერმა ამერიკელ კოლეგას უთხრა, რომ მისი ძალისხმევა ისტორიაში შევა.

„ბატონო პრეზიდენტო, თქვენი ძალისხმევა ყველასთვის აშკარაა და ისტორიაში შევა“, – განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა.

მსგავსი