სი ძინპინი „დიდი ოცეულის“ სამიტზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებით გლობალური თანამშრომლობის ინიციატივით გამოვიდა​
სი ძინპინი „დიდი ოცეულის“ სამიტზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებით გლობალური თანამშრომლობის ინიციატივით გამოვიდა​

ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა „დიდი ოცეულის“ სამიტზე ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიმართვისას, დამსწრე საზოგადოებას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებით გლობალური თანამშრომლობის ინიციატივა შესთავაზა.

„ჩინეთი მზადაა, იმუშაოს ყველა მხარესთან, რათა გაუმჯობესდეს „კოვიდ-19“-ის ვაქცინების ხელმისაწვდომობა განვითარებადი ქვეყნებისთვის“, – განაცხადა სი ძინპინმა.

ჩინელმა ლიდერმა ქვეყნებს მოუწოდა, ხელი შეუწყონ იმ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ურთიერთაღიარების პროცესს, რომლებსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ე.წ. გადაუდებელი გამოყენების სია ითვალისწინებს. სი ძინპინი აგრეთვე გამოვიდა ინიციატივით, ჩატარდეს საერთაშორისო ფორუმი წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვის სტაბილურობის თაობაზე.

დატოვე კომენტარი