სი ძინპინი - ჩინეთი მზად არის, აშშ-ს კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმაროს
სი ძინპინი - ჩინეთი მზად არის, აშშ-ს კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმაროს

ჩინეთი მზად არის, აშშ-ს კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმაროს. ამის შესახებ განცხადება ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა, აშშ-ის პრეზიდენტ დონლად ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გააკეთა.

„ამ სიტუაციაში ჩინეთმა და აშშ-მა უნდა გააერთიანოს ძალისხმევა ეპიდემიასთან საბრძოლველად. ზოგიერთმა ჩინურმა კომპანიამ და საწარმო უკვე აღმოუჩინა დახმარება აშშ-ს. ჩინეთი აცნობიერებს სირთულეებს, რომელიც ამერიკულ მხარეს აქვს და მზადაა დახმარებისა და მხარდაჭერისთვის“ – განაცხადა სი ძინპინმა

სი ძინპინმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ აშშ ითანამშომრლებს ჩინეთთან და ორი ქვეყნის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგმას, რაც მისივე თქმით, „ორივე ქვეყნის ინტერესებშია“.

მისი განცხადებით, ჩინეთი გააგრძელებს აშშ-თან ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი, 27 მარტის მონაცემებით, ჩინეთში დაავადებული პირების რაოდენობას აჭარბებს.