სი ძინპინი - ჩინეთი მხარს უჭერს საუდის არაბეთის მიზანს, დაიცვას ეროვნული სუვერენიტეტი
სი ძინპინი - ჩინეთი მხარს უჭერს საუდის არაბეთის მიზანს, დაიცვას ეროვნული სუვერენიტეტი

ჩინეთი მხარს უჭერს საუდის არაბეთის მიზანს, დაიცვას ეროვნული სუვერენიტეტი, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა საუდის არაბეთის მეფე სალმანს ბოლო დროს ირანთან, იემენთან და ლიბანთან გამწვავებული ურთიერთობის ფონზე განუცხადა.

სატელეფონო საუბარში, რომლის შინაარსს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასაჯაროებს, ჩინეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მისთვის საუდის არაბეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ეს დამოკიდებული არ არის რეგიონში სიტუაციის ცვლილებაზე.

როგორც Reuters-ი წერს, ჩინეთი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებში დიდ როლს არ თამაშობს, მიუხედავად ნავთობის კუთხით მისი დამოკიდებულებისა რეგიონთან. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთის პრეზიდენტი მარტში სალმანთან ვიზიტით იყო ჩასული.

სი ძინ პინი სატელეფონო საუბარში არ შეხებია ისეთ საკითხებს, როგორიცაა ლიბანის პრემიერის პოსტიდან გადადგომა, ერ-რიადის მიმართ ირანის ბრალდებები და „ჰესბოლას“ როლი შექმნილ ვითარებაში.

დატოვე კომენტარი