შვიდმა ქვეყანამ ბოიკოტი გამოუცხადა რუსეთის იუნიორთა ნაკრების უეფა-ს ტურნირებზე დაშვებას #1TVSPORT

23:29, 27.09.2023
LONDON, ENGLAND - FEBRUARY 26: Football Stands together with Ukraine signage  during the Premier League match between Tottenham Hotspur and Chelsea FC at Tottenham Hotspur Stadium on February 26, 2023 in London, United Kingdom. (Photo by Robbie Jay Barratt - AMA/Getty Images)

იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც არ ითამაშებენ რუსეთის იუნიორთა ნაკრების წინააღმდეგ უეფა-ს ეგიდით გასამართ ტურნირებზე.

კვიპროსში უეფა-ს აღმასკომის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრები შეძლებს საერთაშორისო ტურნირებზე გამოსვლას, ოღონდ დროშის, ჰიმნისა და ეროვნული ნაკრების ფორმის გარეშე და არა რუსეთის ტერიტორიაზე.

ამ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ თამაშზე უარი თქვეს უკრაინამ და ინგლისმა. შემდეგ ამ ბოიკოტს შეუერთდნენ პოლონეთი და ლატვია, მათ დაემატათ შვედეთი და დანია. ბოლოს, რიგით მეშვიდე ქვეყანა, რომელიც აპროტესტებს რუსეთთან თამაშს, გახდა ლიეტუვა.

ამ ქვეყნების ფედერაციებმა დაამატეს, რომ არ ითამაშებენ რუსების წინააღმდეგ იმ შემთხვევაშიც, თუ მათ სანქციები დაემუქრებათ.

მსგავსი