შვიდკაცა რაგბის ნაკრები ხორვატიაში რაგბი ევროპის ჩემპიოატზე ითამაშებს #1TVSPORT
შვიდკაცა რაგბის ნაკრები ხორვატიაში რაგბი ევროპის ჩემპიოატზე ითამაშებს #1TVSPORT

საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები ხორვატიაში მიემგზავრება, სადაც 7-9 ივნისს საკურორტო ქალაქ მაკარსკაში რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ითამაშებს.

საქართველოს ნაკრები A ჯგუფში ირლანდიის, მასპინძელი ხორვატიისა და გერმანიის ნაკრებებთან ითამაშებს. B ჯგუფში – პორტუგალია, იტალია, უკრაინა და საფრანგეთი, ხოლო C ჯგუფში დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ლიეტუვა და ესპანეთი მოხვდნენ.

7 ივნისს საქართველო გერმანიასა და ხორვატიას დაუპირისპირდება, ჯგუფურ ეტაპს კი 8 ივნისს ირლანდიასთან მატჩით დაასრულებს. ჯგუფების ორ-ორი გამარჯვებული და ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი მეოთხედფინალში ითამაშებს, დანარჩენი ოთხი გუნდი კი მე-9 ადგილისთვის განაგრძობს ბრძოლას.

წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატი ორ ეტაპად იმართება. საქართველოს ნაკრების მიზანი 2025 წლის მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიის საგზურის მოპოვებაა, რისთვისაც აუცილებელია, რომ გუნდმა ორი ეტაპის ჯამში რაც შეიძლება მაღალი ადგილი დაიკავოს.

შვიდკაცა რაგბის ნაკრების მწვრთნელებმა, ბესიკ ხამაშურიძემ და გია ლაბაძემ უკვე შეარჩიეს ის 13 მოთამაშე რომლებიც ხორვატიაში საქართველოს ღირსებას დაიცავენ:

გიორგი ჭუაძე, სერგი ჩხაიძე, დავით იმნაძე, საბა არჩვაძე, ირაკლი სიმსივე, რომან მახათაძე, ლევან ნარიმანიძე, ლუკა ალიბეგაშვილი, იოსებ გუშარაშვილი, გიორგი ჯობავა, ამირან შვანგირაძე, იოსებ მათიაშვილი, თემურ კოხოძე.