საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები მსოფლიო სერიის შესარჩევ ტურნირში ითამაშებს #1TVSPORT
საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები მსოფლიო სერიის შესარჩევ ტურნირში ითამაშებს #1TVSPORT

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში მიმდინარე რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები მეცხრე ადგილისთვის იბრძოდა. ნახევარფინალში ქართველმა მორაგბეებმა ჩეხეთი 14:7 დაამარცხეს, გადამწყვეტ შეხვედრაში კი რუმინეთის ნაკრებს შეხვდნენ, რომელთანაც ჯგუფურ ეტაპზე ფრედ – 19:19 ითამაშეს. ამჯერად საქართველოს ნაკრებმა რუმინელებს 17:12 მოუგო და ჰამბურგის ეტაპი მე-9 ადგილზე დაასრულა.

საბოლოოდ, ორი ეტაპის ჯამში, საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მეექვსე ადგილი დაიკავა და მსოფლიო სერიის შესარჩევ, საკონტინენტთაშორისო ტურნირში ითამაშებს.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველ, ალგარვეს (პორტუგალია) ეტაპზე მეორე ადგილი დაიკავა, რითიც 18 სარეიტინგო ქულა მოაგროვა. ჰამბურგის (გერმანია) ეტაპზე კი საქართველო მეცხრე ადგილზე გავიდა და ჯამში 22 ქულა მოუგროვდა.

„ჩელენჯ სერიაში“ ევროპიდან სამი საუკეთესო გუნდი გადის. რადგან ირლანდია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ესპანეთი მსოფლიო სერიის ძირითად ბადეში არიან, ევროპის სამი საუკეთესო გუნდი პორტუგალია, საქართველო და გერმანია გახდნენ. სწორედ ისინი ჩაერთვებიან შესარჩევ ტურნირში.