შვიდი ქვეყანა ითხოვს, რომ დონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გადაეცეს
შვიდი ქვეყანა ითხოვს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გადაეცეს.
„მსოფლიოს მოწოდება – დონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გადაეცეს“, – ამ სათაურით ფოტოს თეთრი სახლი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც ფოტოზე ჩანს, აღნიშნული მოწოდებით გამოდიან სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, კამბოჯის პრემიერ-მინისტრი ჰუნ მანეტი, გაბონის პრეზიდენტი ბაისე ოლიგი ნგემა, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, პაკისტანის მთავრობა და რუანდის საგარეო საქმეთა მინისტრი ოლივიე ნდუჰუნგირეხე.
President Donald J. Trump is the President of PEACE. pic.twitter.com/7ZH5hKHLVI
— The White House (@WhiteHouse) August 12, 2025