შვეიცარული მედია - კაკაბაძე „ლუცერნში“ ნახევარ მილიონ ევროდ გადავიდა
შვეიცარული მედია - კაკაბაძე „ლუცერნში“ ნახევარ მილიონ ევროდ გადავიდა

ოთარ კაკაბაძე ვაკო გვილიას თანაგუნდელი გახდება – ინფორმაციას შვეიცარული გამოცემა Luzerner Zeitung ავრცელებს.

„23 წლის ქართველი მცველი ლა ლიგის „ხიმნასტიკიდან“ შვეიცარიის სუპერლიგის „ლუცერნში“ გადასვლას დათანხმდა. „ლუცერნმა“ მასთან შეთანხმებას სატრანსფერო „ფანჯრის“ დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე მიაღწია. კაკაბაძე კონტრაქტს უახლოეს პერიოდში მოაწერს ხელს“, – წერს გამოცემა.

Luzerner Zeitung-ი ტრანსფერის ფინანსურ დეტალებზეც წერს: „არსებული ინფორმაციით, „ლუცერნი“ ტარაგონას კლუბს 570 ათას ევროს, ანუ 500 ათას ევროს გადაუხდის. კაკაბაძე კი „ლუცერნშია“ და მის დებიუტს კვირას, 2 სექტემბერს „გრასჰოპერთან“ ელოდებიან“.