შვეიცარიის სახელმწიფო სამდივნოს ინფორმაციით, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 44%-ით გაიზარდა
შვეიცარიის სახელმწიფო სამდივნოს ინფორმაციით, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 44%-ით გაიზარდა

საქართველოდან შვეიცარიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 44%-ით გაიზარდა. მონაცემებს მიგრაციის საკითხებში შვეიცარიის სახელმწიფო სამდივნო აქვეყნებს.

უწყების ცნობით, თუ 2016 წელს თავშესაფარი 465-მა მოქალაქემ მოითხოვა, 2017 წელს 670 მიმართვა დაფიქსირდა.

ანგარიშში წერია, რომ საქართველოს მოქალაქეებს გასული წლის გაზაფხულიდან შენგენის ზონის სახელმწიფოებში უვიზოდ ჩასვლა შეუძლიათ და, ძირითადად, სწორედ ამის გამო გაიზარდა თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი.

ამასთან, საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა თავშესაფარს შვეიცარიაში ვერ იღებს. 2016 წელს 536 უარყოფითი გადაწყვეტილება დაფიქსირდა, 2017 წელს კი – 762.

მიმართვების რაოდენობით შარშან საქართველო მე-9 ადგილზე იყო, უარყოფილი მიმართვების კუთხით კი მეორეზე.