შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთო-ს თავმჯდომარე, იგნაციო კასისი 16 ოქტომბერს საქართველოში ჩამოვა

13:19, 12.10.2026

შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე იგნაციო კასისი 16 ოქტომბერს საქართველოს ეწვევა.

ამის შესახებ საქართველოში შვეიცარიის საელჩო ავრცელებს ინფორმაციას.

„ბატონი კასისი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძესა და საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს.

გაერო-სა და ევროკავშირთან ერთად, ეუთო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეა. მოლაპარაკებების მიზანია რეგიონში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე დიალოგის ხელშეწყობა“, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.

მსგავსი