შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობა ქვეყანაში რუსეთის ჯაშუშური საქმიანობის მოთმენას არ აპირებს
შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობა ქვეყანაში რუსეთის ჯაშუშური საქმიანობის მოთმენას არ აპირებს

შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი იგნაციო კასისი აცხადებს, რომ მთავრობა, შვეიცარიაში, რუსეთის ჯაშუშური საქმიანობის მოთმენას არ აპირებს. ამის შესახებ იგნაციო კასისიმ რადიო SRF-სთან ინტერვიუში განაცხადა.

შვეიცარიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აღნიშნულ საკითხზე საუბარს მომდევნო კვირაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილ შეხვედრაზეც აპირებს.

„რაც შეეხება რუსეთს, ამან უკვე ესკალაციის დონეს მიაღწია. წელს რამდენჯერმე გვქონდა კონტაქტი სხვადასხვა დონეზე, სადაც არაერთხელ მკაფიოდ დავაფიქსირეთ საკუთარი პოზიცია, რომ შვეიცარია ამის მოთმენას არ აპირებს“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში, შვეიცარიამ რამდენიმე რუს დიპლომატს ვიზის გაცემაზე უარი უთხრა.