შვეიცარიის საელჩო – რუსეთის ინტერესების სექციას საქართველოს საგარეო უწყების ნოტა რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ უკვე გადაეცა
შვეიცარიის საელჩომ რუსეთის ინტერესების სექციას უკვე გადასცა საქართველოს საგარეო უწყების ნოტა რუსი დიპლომატის საქართველოდან გაძევების შესახებ, – ამის შესახებ პირველ არხს შვეიცარიის საელჩოდან აცნობეს.
როგორც შვეიცარიის საელჩოში აცხადებენ, აღნიშნულ მოთხოვნას ზეგავლენა არ ექნება შვეიცარიის მანდატზე, წარმოადგინოს რუსეთის ინტერესები საქართველოში და საქართველოს ინტერესები რუსეთში.
„შვეიცარიის საელჩომ მიიღო და გადასცა რუსეთის ინტერესების სექციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა მოთხოვნით, რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელმა დატოვოს საქართველო. აღნიშნული მოთხოვნას ზეგავლენა არ ექნება შვეიცარიის მანდატზე წარმოადგინოს რუსეთის ინტერესები საქართველოში და საქართველოს ინტერესები რუსეთში”, – ნათქვამია შვეიცარიის საელჩოს ინფორმაციაში.
საქართველო შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს საქართველოს ტერიტორიის დასატოვებლად შვიდდღიან ვადას აძლევს.