შვეიცარიის პრეზიდენტმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება მიულოცა
შვეიცარიის პრეზიდენტმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება მიულოცა

შვეიცარიის პრეზიდენტმა, ული მაურერმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება მიულოცა.

შვეიცარიის პრეზიდენტი მილოცვაში ხაზს უსვამს საქართველოსა და შვეიცარიას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და აღნიშნავს, რომ ამ ურთიერთობების ერთ-ერთი გამოხატულებაა თბილისში ახალი საელჩოს მშენებლობა, რომელიც ოქტომბერში საზეიმოდ გაიხსნება.

„შვეიცარია ელის ჩვენი ურთიერთობების შემდგომ კონსოლიდაციასა და გაღრმავებას. ჩემს ქვეყანას პატივად ერგო საქართველოს ინტერესების დაცვა რუსეთის ფედერაციაში და საკუთარი წვლილის შეტანა, თქვენი ქვეყნის განვითარებაში ფართომასშტაბიანი თანამშრომლობის პროგრამის საშუალებით. შვეიცარია ერთგული რჩება მის მიერ ნაკისრი ვალდებულების, რომელიც თქვენს მთავრობასთან გაერთიანებული ძალებით რეგიონში მშვიდობისა და დიალოგის ხელშეწყობაზე იკისრა. ბატონო პრემიერ-მინისტრო, გთხოვთ ეს მოლოცვის წერილი მიიღოთ ჩემი თქვენდამი უდიდესი პატივისცემის რწმუნებად“, – აღნიშნულია მილოცვაში.

ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.