შვეიცარიის პოლიციის ცნობით, რეივღონისძიებაზე მომხდარ სროლასთან დაკავშირებით ეჭვმიტანილი დააკავეს

23:04, 31.08.2026

შვეიცარიის პოლიციის ცნობით, რეივღონისძიებაზე მომხდარ სროლასთან დაკავშირებით 43 წლის ეჭვმიტანილი დააკავეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება ინციდენტის ზუსტი გარემოებების, ასევე მისი მიზეზებისა და შესაძლო მოტივის დასადგენად. ამ ეტაპზე ვარაუდობენ, რომ თავდასხმაში ერთი პირი მონაწილეობდა“, – ნათქვამია აარგაუს ადმინისტრაციული ერთეულის პოლიციის განცხადებაში.

მედიის ცნობით, სროლის შედეგად დაიღუპა 22 წლის იტალიელი ქალი და დაშავდა ხუთი ადამიანი.

მსგავსი