შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარე - ვამაყობთ იმ სპეციფიკური როლით, რომელსაც ვთამაშობთ საქართველოს ურთიერთობებში რუსეთის ფედერაციასთან
შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარე - ვამაყობთ იმ სპეციფიკური როლით, რომელსაც ვთამაშობთ საქართველოს ურთიერთობებში რუსეთის ფედერაციასთან

ვამაყობთ იმ სპეციფიკური როლით, რომელსაც ვთამაშობთ საქართველოს ურთიერთობებში რუსეთის ფედერაციასთან, – ამის შესახებ შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარე მარინა კარობიო გუშეტიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მარინა კარობიო გუშეტის თქმით, შვეიცარია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

შვეიცარიელმა პოლიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს დემოკრატიის კონსოლიდირება სამომავლოდაც იქნება მხარდაჭერილი.

„ჩვენი შესანიშნავი ურთიერთობები ორმხრივ სარგებელზეა დაფუძნებული და მრავალ სექტორს ფარავს. მოხარული ვართ, რომ ხელს ვუწყობთ საქართველოს განვითარებას და ვამაყობთ იმ სპეციფიკური როლით, რომელსაც ვთამაშობთ საქართველოს ურთიერთობებში რუსეთის ფედერაციასთან. ძალიან გამიხარდა, რომ საქართველოს დემოკრატიული სისტემა საპარლამენტო დემოკრატია გახდა და საარჩევნო სისტემა სრულად პროპორციულზე გადავიდა. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს ცვლილებებს და ვიმედოვნებთ, ცვლილებები პარლამენტში სხვადასხვა მხარის შესვლას გამოიწვევს. შვეიცარია მხარს დაუჭერს საქართველოს დემოკრატიის კონსოლიდირებას, რაც გულისხმობს ძლიერ პარლამენტს, დამოუკიდებელ სასამართლოსა და კანონის უზენაესობას. ასევე მნიშვნელოვანია პატივისცემაზე დაფუძნებული პოლიტიკური დიალოგი. პოლიტიკა არის იდეების შეჯიბრი და არა ინდივიდების დაპირისპირება. შვეიცარია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნა მარინა კარობიო გუშეტიმ.