შვეიცარიის ნაკრებმა მთავარ მწვრთნელთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
შვეიცარიის ნაკრებმა მთავარ მწვრთნელთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

შვეიცარიის საფეხბურთო კავშირმა კონტრაქტი გაახანგრძლივა ქვეყნის პირველი ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ვლადიმირ პეტკოვიჩთან. ხელშეკრულება მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ბოლომდე იქნება ძალაში. კონტრაქტში არსებობს პუნქტი, რომლის მიხედვითაც თანამშრომლობა შეიძლება შეწყდეს იმ შემთხვევაში, თუ შვეიცარია ვერ გავა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.

56 წლის ბოსნიელმა სპეციალისტმა შვეიცარიის ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შემდეგ ჩაიბარა და გუნდი ყველა დიდ ტურნირზე გაიყვანა – ევრო 2016-ზე, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატსა და ევრო 2020-ზე.

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატში შვეიცარიელები A ჯგუფში ითამაშებენ იტალიასთან, თურქეთთან და უელსთან.