შვეიცარიის მთავრობა წარადგენს კანონს, რომელიც ქვეყანაში „ჰამასის“ აქტივობებს ან დაჯგუფების ნებისმიერ მხარდაჭერას აკრძალავს

23:14, 22.11.2023

შვეიცარიის მთავრობაში განაცხადეს, რომ წარადგენენ კანონს, რომელიც ქვეყანაში აკრძალავს „ჰამასის“ აქტივობებს ან დაჯგუფების ნებისმიერ მხარდაჭერას.

მთავრობის განცხადებაში კანონპროექტი მოხსენიებულია, როგორც „ყველაზე ადეკვატური პასუხი იმ ვითარებაზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთში 7 ოქტომბრის შემდეგ შეიქმნა“.

„აქტი ფედერალურ ხელისუფლებას მიაწვდის აუცილებელ ინსტრუმენტებს, რათა დაუპირისპირდეს „ჰამასის“ ნებისმიერ საქმიანობას ან ორგანიზაციის მხარდაჭერას შვეიცარიაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, შვეიცარიის ფედერალურ საბჭოში მხარი დაუჭირეს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას ღაზის სექტორში და განაცხადეს, რომ ამ მიზნით ჰუმანიტარული პაუზები აუცილებელია.

მსგავსი