შვეიცარიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი - შვეიცარია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში
შვეიცარიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი - შვეიცარია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში

ჩვენ გვინდა, რომ უფრო აქტიურად ვიყოთ ჩართული საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებში, ჩვენი პროგრამა 2022-2025 წლისთვის ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო შვეიცარიისთვის“, – ამის შესახებ შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტმა, ირენ ქელინმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსა და შვეიცარიას ახლო ურთიერთობა აქვთ, რაც მნიშვნელოვანია.

„პირველ რიგში, მოხარული ვარ, რომ ვიმყოფებით თბილისში, რათა გავაუმჯობესოთ და გავზარდოთ შვეიცარიისა და საქართველოს პარალამენტებს შორის ურთიერთობა. გვქონდა შეხვედრა საქართველოს პარლამენტის სპიკერთან. ვისაუბრეთ სხვადასხვა პრიორიტეტებზე და იმ ფაქტზე, რომ ახლა გვიწევს საკმაოდ რთულ პერიოდში ცხოვრება და რას ნიშნავს ასეთ დროს პარლამენტარობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ვიზიტი, როდესაც აღვნიშნავთ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს. ურთიერთობა საქართველოსა და შვეიცარიას შორის არის ძალიან ახლო, იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სამოქალაქო დონეზე. მინდა აღვნიშნო, რომ წინა ოქტომბერს ორმა ქვეყანამ ხელი მოვაწერეთ პარიზის შეთანხმების მეექვსე მუხლის მეორე პარაგრაფით გათვალისწინებულ შეთანხმებას, რომელიც უკავშირდება გარემოს დაცვის საკითხებს. ჩვენ გვინდა, რომ უფრო აქტიურად ვიყოთ ჩართული საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებში. ჩვენი პროგრამა 2022-2025 წლისთვის ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო შვეიცარიისთვის“, – განაცხადა ქელინმა.

შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ შვეიცარია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, როგორც პროფესიული განვითარების თვალსაზრისით, ასევე  ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში, კონფლიქტის გადაჭრაში, ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის მოძებნაში.

„როგორც იცით, შვეიცარია ორივე სახელმწიფოს მოთხოვნით ჩართულია მოლაპარაკებებში თუ დიალოგის ინსტრუმენტში. შვეიცარია მხარს უჭერს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ვისაუბრეთ, რამდენად მოწყვლადია დემოკრატიული ბალანსი და მშვიდობა. გვესმის ის ფაქტიც, რომ საქართველომ ჩვენზე კარგად იცის რა ზეგავლენა შეიძლება, მოახდინოს საომარმა მოქმედებებმა ეკონომიკური თუ სხვა თვალსაზრისით. ამ რთულ დროს მნიშვნელოვანია ფოკუსირება საერთო ღირებულებაზე. პანდემიის შემდგომ, ყველამ კარგად ვიცით, მიმდინარეობს საომარი მოქმედებები უკრაინაში, რამაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა, არა მხოლოდ ევროპასა და ჩვენს ქვეყანაზე, არამედ ზოგადად მსოფლიოზე. გვიხდება ამ საკითხებზე მუშაობა და თავისთავად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ძალისხმევა გარემოს დაცვის საკითხებზე, კლიმატზე. უნდა ვიყოთ ერთიანები. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ ვთანხმდებოდეთ რაღაც საკითხებზე, უნდა შევძლოთ საერთო გამოსავლის მიღება, უნდა გვახსოვდეს საერთო ღირებულებები, სამართლიანობა, ადამიანის უფლებები და ყველა ეს ფუნდამენტური უფლება უნდა იყოს ჩვენი მორალური კომპასი, როგორც აქ საქართველოში, ასევე ჩვენთან, შვეიცარიაში“, – განაცხადა ქელინმა.