შვეიცარიის ალპებში ზვავში სულ მცირე, 10 ადამიანი მოყვა
შვეიცარიის ალპებში ზვავში სულ მცირე, 10 ადამიანი მოყვა

შვეიცარიის ალპებში ზვავში სულ მცირე, 10 ადამიანი მოყვა. ინფორმაციას ვალაისის კანტონის პოლიცია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ზვავი ზღვის დონიდან 2500 მეტრზე ჩამოწვა.

ამჟამად, პოლიცია და მაშველები დაკარგულ ალპინისტებს ეძებენ. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.