შვეიცარიელი სპორტსმენის მამა სამხრეთ კორეაში ველოსიპედით საქართველოს გავლით ჩავიდა
შვეიცარიელი სპორტსმენის მამა სამხრეთ კორეაში ველოსიპედით საქართველოს გავლით ჩავიდა

შვეიცარიელი სპორტსმენის, მიშა გასერის მამა სამხრეთ კორეაში, ზამთრის ოლიმპიადაზე ველოსიპედით ჩავიდა. ამისთვის მას დაახლოებით 17 ათასი კილომეტრის გავლა მოუწია, – წერს Yahoo Sports.

55 წლის გვიდო ჰუვილერმა მოგზაურობა 2017 წლის 2 თებერვალს, მეუღლესთან ერთად დაიწყო. გაიარა იტალია, ხორვატია, მონტენეგრო, კოსოვო, სერბეთი, ბულგარეთი, თურქეთი, საქართველო, სომხეთი, ირანი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი, ტაილანდი, ლაოსი და კამბოჯა. საბოლოოდ კი სამხრეთ კორეაში ჩავიდა, სადაც შვილის გამოსვლას ტრიბუნიდან მიადევნა თვალი. ჰულივერს ავიატრანსპორტის გამოყენება ბოლო დისტანციაზე მოუწია, რადგან ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეაში ველოსიპედით გადაადგილება სირთულეებთან იქნებოდა დაკავშირებული.

ველომოგზაურობის ფოტოები შვეიცარიელმა „ინსტაგრამში“ გამოაქვეყნა. მათ შორისაა ბათუმსა და თბილისში გადაღებული ფოტოებიც.

რაც შეეხება მიშა გასერის გამოსვლას, ფრისტაილში (აკრობატიკა) მან კვალიფიკაცია წარმატებით გაიარა, თუმცა ფინალში მედალი ვერ მოიპოვა.

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე