შვეიცარიაში საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებას რეფერენდუმში მონაწილეთა 71.6%-მა დაუჭირა მხარი

11:24, 05.03.2018

საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების შეწყვეტის ინიციატივას შვეიცარიელმა მოქალაქეებმა მხარი არ დაუჭირეს. რეფერენდუმი ქვეყანაში 4 მარტს ჩატარდა. ინიციატივის წინააღმდეგ ხმა 71.6%-მა დააფიქსირა, მომხრე კი 28.4% აღმოჩნდა.

საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატორები შვეიცარიის სახალხო და ლიბერალური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციები არიან. ისინი სახელმწიფო ტელე და რადიოკომპანიების მხარდასაჭერად მოქალაქეებისთვის გადასახადების დაწესებას ეწინააღმდეგებიან.

რეფერენდუმის შედეგების მიხედვით კი, მასში მონაწილეთა 71,6 პროცენტი მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება უნდა გაგრძელდეს.

 

მსგავსი