შვეიცარიაში პოლიციელი მძარცველების დევნისას სიჩქარის გადაჭარბების გამო დააჯარიმეს
შვეიცარიაში პოლიციელი მძარცველების დევნისას სიჩქარის გადაჭარბების გამო დააჯარიმეს

შვეიცარიელი პოლიციელი მძარცველების დევნის ოპერაციის დროს, სიჩქარის გადაჭარბების გამო დააჯარიმეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ფედერალურმა სასამართლომ  ქვედა ინსტანციის ვერდიქტი ძალაში დატოვა, რაც გულისხმობდა სამართალდამცველის 600 ფრანკით (528 ევრო) დაჯარიმებას. სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიციელი საათში 92 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა ისეთ ზონაში, სადაც დასაშვები სიჩქარე საათში 50 კილომეტრია.

სასამართლოში განმარტეს, რომ სიჩქარის გადაჭარბება მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ ვინმეს სიცოცხლე საფრთხეშია. პოლიციელს ჰქონდა ინფორმაცია, რომ მძარცველები იმ მომენტში ზიანს ვერავის მიაყენებდნენ, სიჩქარის გადაჭარბებით კი, სამართალდამცველმა ირგვლივ მყოფი ადამიანების სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო.