შვეიცარიაში მყინვარის ჩამოშლამ სოფელი ბლატენი ნაწილობრივ გაანადგურა
შვეიცარიაში მყინვარის ჩამოშლამ სოფელი ბლატენი ნაწილობრივ გაანადგურა.
გავრცელებული ინფორმაციით, სოფლის ევაკუაცია რამდენიმე დღის წინ განხორციელდა საფრთხის გამო, რომ მყინვარი ბირჩი იშლებოდა. ამ დრომდე ეძებენ ერთ ადამიანს.
მყინვარის ჩამოშლის შედეგად ბევრი სახლი სრულიად განადგურდა.
ბლატენის მერმა, მათიას ბელვალდმა განაცხადა, რომ „წარმოუდგენელი რამ მოხდა“, თუმცა აღნიშნა, რომ სოფელს მომავალი მაინც აქვს.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ შვეიცარიის არმიის კატასტროფების შედეგების აღმოფხვრის დანაყოფს დახმარება სთხოვა და შვეიცარიის მთავრობის წევრები შემთხვევის ადგილზე გაემგზავრენ.
სოფლის 300 მცხოვრებს სახლების დატოვება 19 მაისს მოუწია, მას შემდეგ, რაც ტერიტორიის მონიტორინგის შედეგად გეოლოგებმა გააფრთხილეს, რომ მყინვარი არასტაბილური ჩანდა.
შვეიცარიის მთავრობამ უკვე განაცხადა, რომ დაფინანსებას გამოყოფს იმის უზრუნველსაყოფად, რათა მცხოვრებლებს შეეძლოთ დარჩენა, სოფელში თუ არა, ადგილობრივ ტერიტორიაზე მაინც.
ბუნებრივი კატასტროფების რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა, რაფაელ მაიორაზმა აღნიშნა, რომ ბლატენის მიმდებარე ტერიტორიებზე, შესაძლოა, დამატებითი ევაკუაცია გახდეს საჭირო.
შვეიცარიის მყინვარების მდგომარეობის შესახებ უახლესი ანგარიშის თანახმად, გლობალური ტემპერატურა ინდუსტრიამდელ დონესთან შედარებით 1.5 გრადუს ცელსიუსზე მეტით თუ მოიმატებს, მყინვარები, შესაძლოა, ერთ საუკუნეში გაქრეს.

