შვეიცარიაში მამაკაცმა მძევლად აყვანილი ორი ქალი მოკლა და თავი მოიკლა
შვეიცარიაში მამაკაცმა მძევლად აყვანილი ორი ქალი მოკლა და თავი მოიკლა

შვეიცარიაში მამაკაცმა მძევლად აყვანილი ორი ქალი მოკლა, შემდეგ კი, თავი მოიკლა. ინციდენტი ქალაქ ციურიხში მოხდა.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, 60 წლის მამაკაცმა 34 და 38 წლის ქალები მძევლად 30 მაისის დილას აიყვანა და შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციელებს განუცხადა, რომ თუ ტერიტორიას არ დატოვებდნენ, მძევლებს მოკლავდა.

სამი საათის შემდეგ, მამაკაცმა თქვა, რომ ნებდებოდა, თუმცა რამდენიმე წუთში შენობაში რამდენიმე გასროლის ხმა გაისმა.

პოლიციის შტურმის შემდეგ სამართალდამცველებს ოთახში სამი მძიმედ დაშავებული ადამიანი დახვდათ, რომლებიც ადგილზევე დაიღუპნენ. დანაშაულის მოტივი ჯერ არ სახელდება.

მოკლული ქალების ეროვნების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.