შვეიცარიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 10 714-მდე გაიზარდა
შვეიცარიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 10 714-მდე გაიზარდა

შვეიცარიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 10 714-მდე გაიზარდა. გასული ორი დღის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 949 ახალი შემთხვევა. ვირუსს კი ამავე პერიოდში 75 პაციენტი ემსხვერპლა.

შვეიცარიაში კორონავირუსით სულ გარდაცვლილია 161 ადამიანი. „კოვიდ-19“-სგან გამოჯანმრთელდა 131 პირი.

ქვეყანაში ვირუსის პრევენციის მიზნით, ზომები 16 მარტიდან გამკაცრდა. 19 აპრილამდე დახურულია სავაჭრო ობიექტები, რესტორნები და გასართობი დაწესებულებები.